კოლხური თეთრი, ძვ. წ. VI-III საუკუნეების
ვერცხლის მონეტა, რომელიც გავრცელებული იყო
საქართველოს ტერიტორიაზე. კოლხური თეთრის მოჭრას მკვლევართა ნაწილი
კოლხეთის სამეფოს მიაწერს, ნაწილი კი —
შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, არსებულ ბერძნულ ახალშენებს (
ფასისს). არსებობს კოლხური თეთრის რამდენიმე ტიპი და ნომინალი
კოლხური მონეტები ასევე აღმოჩენილია (ყირიმში – ნიმფეის ტაძრის ნანგრევებში; ქერსონესში; სოჭის რაიონში; ტრაპეზუნტის მიდამოებში; ქართლში – არმაზში და სხვ.). თავად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ეს კოლხური მონეტები ნაპოვნია ათასობით[1].
კოლხურ მონეტებს შორის ყველაზე გავრცელებულია II ტიპის ნახევარდრაქმა,
რომელიც დიდი რაოდენობითაა ნაპოვნი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე,
რომლის ერთ მხარეზე ადამიანის თავია გამოსახული, მეორეზე კი – ხარის,
უფრო იშვიათად ლომის. სამწუხაროა მაგრამ კოლხურ მონეტებზე წარწერები არ
გვხვდება, თუმცაღა არის გამონაკლისები - მხოლოდ ზოგიერთზე გვხვდება ასოები
MO, A, O, ან Ф. ყველაზე ხშირია MO-ასოებიანი მონეტები (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ასეთები ათზე მეტია), სხვა სახის წარწერიანი მონეტები სულ თითო ეგზემპლარის სახითაა მოღწეული[2]. დასავლეთ საქართველოში კოლხური მონეტები ძირითადად გავრცელებულია სოხუმსა და ბათუმს შორის მდებარე ტერიტორიაზე, ე. ი. სწორედ ძვ. წ. VI-IV სს. მეცნიერთა ერთი ჯგუფი თვლის რომ კოლხური მონეტები იჭრებოთა თავად კოლხეთში. ქ. წულუკიძეში
ნაპოვნ განძში მონეტის ერთ-ერთი ეგზემპლარი დამზადების პროცესში მყოფი
ჩანს (ერთი მხარე გლუვი აქვს), რაც თითქოს აგრეთვე მათ ადგილობრივ
დამზადებაზე მეტყველებს[3]. ხოლო მეორე ჯგუფი თვლის, რომ ეს მონეტები შესაძლოა ზღვისპირა ბერძნულ ქალაქებში იყოს მოჭრილი[4]. კოლხური თეთრის არსებობა ერთ-ერთი საბუთია იმისა, რომ ძვ. წ. VI-V საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე სახელმწიფო არსებობდა.
შუბლზე - მარცხნივ მიმართული ლომის თავი; ზურგზე - ფრთოსანი რაშის პროტომა.
შუბლზე - მარჯვნივ ან მარცხნივ მიმართული ადამიანის თავი, ზურგზე - მარჯვნივ მიმართული ხარის თავი.
შუბლზე - ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე - ერთმანეთის
საპირისპიროდ მიმართული ადამიანის ისეთივე თავები, როგორიც მონეტის
შუბლზეა.
წყარო_http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%97%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A0%E1%83%98
No comments:
Post a Comment